https://sputnik-georgia.com/20210709/irakli-kutaladze-nini-badurashvili-252262510.html
„ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი...“ – ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი განცხადებას ავრცელებს
„ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი...“ – ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ნინი ბადურაშვილს ირაკლი კუტალაძისგან ქალიშვილი ელენე ჰყავს. წყვილი 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T12:54+0400
2021-07-09T12:54+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/38/247553816_0:311:2048:1463_1920x0_80_0_0_79482ecef0a91e2a838529b5346f8463.jpg
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე აიცრა და „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ვაქცინაციის შესახებ. კუტალაძე წერს, რომ კორონავირუსი უკვე გადაიტანა და ამის გამო მხოლოდ ტემპერატურა და სისუსტე ჰქონდა, თუმცა ის გადარჩა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც ვირუსმა იმსხვერპლა.„ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობით გარისკვა არ შემიძლია. მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, ვინარჩუნებ შრომისუნარიანობას და ცხოვრების აქტიურ სტილს. არ დაგავიწყდეთ, რომ კორონავირუსის შეჩერება, უმეტესად, ჩვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ირაკლი კუტალაძე.რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. მათი კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დასრულდა სკანდალური განქორწინებით. ამის შემდეგ ირაკლი კუტალაძის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია.წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც დედასთან ცხოვრობს, თუმცა, როგორც ნინი აღნიშნავს, ირაკლი კარგი მამაა და ბავშვი თავისთან, მოსკოვში ხშირად მიჰყავს.ირაკლი კუტალაძეს თითქმის 6 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი. მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/38/247553816_0:2:2048:1538_1920x0_80_0_0_a67928045ffc94a9817377aaba48451e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი...“ – ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი განცხადებას ავრცელებს
12:54 09.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ნინი ბადურაშვილს ირაკლი კუტალაძისგან ქალიშვილი ელენე ჰყავს. წყვილი 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა.
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე აიცრა და „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ვაქცინაციის შესახებ. კუტალაძე წერს, რომ კორონავირუსი უკვე გადაიტანა და ამის გამო მხოლოდ ტემპერატურა და სისუსტე ჰქონდა, თუმცა ის გადარჩა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც ვირუსმა იმსხვერპლა.
„ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობით გარისკვა არ შემიძლია. მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, ვინარჩუნებ შრომისუნარიანობას და ცხოვრების აქტიურ სტილს. არ დაგავიწყდეთ, რომ კორონავირუსის შეჩერება, უმეტესად, ჩვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ირაკლი კუტალაძე.
რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. მათი კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დასრულდა სკანდალური განქორწინებით. ამის შემდეგ ირაკლი კუტალაძის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც დედასთან ცხოვრობს, თუმცა, როგორც ნინი აღნიშნავს, ირაკლი კარგი მამაა და ბავშვი თავისთან, მოსკოვში ხშირად მიჰყავს.
ირაკლი კუტალაძეს თითქმის 6 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი. მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.