https://sputnik-georgia.com/20210709/antre-ukve-londonSia-252269116.html
„ანტრე“ უკვე ლონდონშია: ქართული საცხობების ქსელი კონკურენტულ და დიდ ბაზარზე
„ანტრე“ უკვე ლონდონშია: ქართული საცხობების ქსელი კონკურენტულ და დიდ ბაზარზე
Sputnik საქართველო
„ანტრე ლონდონი“ ქსელის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T21:03+0400
2021-07-09T21:03+0400
2021-10-19T18:00+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252268929_0:56:1000:621_1920x0_80_0_0_1995f65f33a664cf2a87b8ebe5ae5bd6.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ქართული საცხობების ქსელი „ანტრე“ გაიხსნა. ინფორმაციას „ანტრე“ Facebook-გვერდზე ავრცელებს.ქსელის პირველი კაფე ლონდონში „თიბისის“ მხარდაჭერით გაიხსნა ნოტინგ-ჰილ გეიტის 138 ნომერში. „ანტრე ლონდონი“ Tbilisi Bakery-ს სახელითაა წარდგენილი და ლოგოტიპში უნიკალური ქართული დამწერლობა ფიგურირებს.„თიბისის“ კორპორატიული ბიზნესის უფროსის ლევან შავკაციშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში „ანტრეს“ გამოჩენა ისეთ კონკურენტულ და დიდ ბაზარზე, როგორიც ლონდონია, წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითია.„ანტრე ლონდონში“ ძირითადი მზა ასორტიმენტი დახლიდან გაიყიდება, რაც მომხმარებლის კომფორტისთვის მნიშვნელოვანია.„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელ დინამიკურ სამყაროში დრო და სიახლე ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომავალი სწორედ „ანტრეს“ მსგავს კონცეფციებშია“, – განაცხადა „ანტრე ლონდონის“ რეგიონულმა მენეჯერმა ნუცა ფიჩხაიამ.აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ბაზარზე „ანტრეში“, ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე კეთდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252268929_12:0:1000:621_1920x0_80_0_0_d1522229a8babfb52ee9976770f318b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
„ანტრე“ უკვე ლონდონშია: ქართული საცხობების ქსელი კონკურენტულ და დიდ ბაზარზე
21:03 09.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) „ანტრე ლონდონი“ ქსელის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ქართული საცხობების ქსელი „ანტრე“ გაიხსნა. ინფორმაციას „ანტრე“
Facebook-გვერდზე ავრცელებს.
ქსელის პირველი კაფე ლონდონში „თიბისის“ მხარდაჭერით გაიხსნა ნოტინგ-ჰილ გეიტის 138 ნომერში. „ანტრე ლონდონი“ Tbilisi Bakery-ს სახელითაა წარდგენილი და ლოგოტიპში უნიკალური ქართული დამწერლობა ფიგურირებს.
„თიბისის“ კორპორატიული ბიზნესის უფროსის ლევან შავკაციშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში „ანტრეს“ გამოჩენა ისეთ კონკურენტულ და დიდ ბაზარზე, როგორიც ლონდონია, წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
„გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, მაშინ, როდესაც კრიზისი ყველაზე მეტად ამ სექტორს შეეხო, ჩვენ განსაკუთრებით გავაძლიერეთ მხარდაჭერა ამ სფეროს მიმართ და ამ მიმართულებით არცერთი მიმდინარე თუ ახალი პროექტის დაფინანსება არ შეგვიწყვეტია“, — განაცხადა შავკაციშვილმა.
„ანტრე ლონდონში“ ძირითადი მზა ასორტიმენტი დახლიდან გაიყიდება, რაც მომხმარებლის კომფორტისთვის მნიშვნელოვანია.
„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელ დინამიკურ სამყაროში დრო და სიახლე ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომავალი სწორედ „ანტრეს“ მსგავს კონცეფციებშია“, – განაცხადა „ანტრე ლონდონის“ რეგიონულმა მენეჯერმა ნუცა ფიჩხაიამ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ბაზარზე „ანტრეში“, ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე კეთდება.