https://sputnik-georgia.com/20210708/xaSmis-eklesiis-mZarcvelebma-moparuli-nivTebi-daabrunes-252258602.html
ხაშმის ეკლესიის მძარცველებმა მოპარული ნივთები დააბრუნეს
ხაშმის ეკლესიის მძარცველებმა მოპარული ნივთები დააბრუნეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა გაძარცვეს. მძარცველები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა პოლიციას არც ერთი მათგანი... 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T22:22+0400
2021-07-08T22:22+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23128/93/231289307_0:22:1498:869_1920x0_80_0_0_9020045a3ba909a75c7e1ad9ce0e04b0.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მძარცველებმა, ეკლესიიდან გატანილი ნივთები დააბრუნეს, ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, იუწყება „პირველი არხი“.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღეს გაქურდეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტაძრიდან მძარცველებმა ძვირადღირებული თვლებით შემკული გვირგვინი, სასულიერო პირის შესამოსელი, საზიარებელი ჭურჭელი, ვერცხლის ჯვარი და ფული წაიღეს, ასევე დააზიანეს ხატები.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზურაბ ყირმელაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის დარბევასა და ქურდობაში მონაწილე პირების ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.„გუშინ ადგილი ჰქონდა ქურდობას, ახალგაზრდები იყვნენ თრობის ქვეშ, რა ნივთიერებებით, ამას პოლიცია დაადგენს. ეკლესიიდან მოიპარეს რაღაც ნივთები, რომლებიც ჩემი თანდასწრებით დააბრუნეს, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ბოდიშსაც იხდიან“, – აცხადებს მერის წარმომადგენელი.ამასთან, მთელი დღის განმავლობაში საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე აღნიშნული ტაძრის სასულიერო პირი და ხაშმში მერის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20210708/sopel-xashmshi-eklesia-gaqurdes-252256194.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23128/93/231289307_0:0:1498:940_1920x0_80_0_0_f3c05df14a9628ba48d5cb80748eacc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ხაშმის ეკლესიის მძარცველებმა მოპარული ნივთები დააბრუნეს
22:22 08.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა გაძარცვეს. მძარცველები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა პოლიციას არც ერთი მათგანი არ დაუკავებია.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მძარცველებმა, ეკლესიიდან გატანილი ნივთები დააბრუნეს, ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, იუწყება „პირველი არხი“.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღეს გაქურდეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტაძრიდან მძარცველებმა ძვირადღირებული თვლებით შემკული გვირგვინი, სასულიერო პირის შესამოსელი, საზიარებელი ჭურჭელი, ვერცხლის ჯვარი და ფული წაიღეს, ასევე დააზიანეს ხატები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზურაბ ყირმელაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის დარბევასა და ქურდობაში მონაწილე პირების ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
„გუშინ ადგილი ჰქონდა ქურდობას, ახალგაზრდები იყვნენ თრობის ქვეშ, რა ნივთიერებებით, ამას პოლიცია დაადგენს. ეკლესიიდან მოიპარეს რაღაც ნივთები, რომლებიც ჩემი თანდასწრებით დააბრუნეს, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ბოდიშსაც იხდიან“, – აცხადებს მერის წარმომადგენელი.
ამასთან, მთელი დღის განმავლობაში საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე აღნიშნული ტაძრის სასულიერო პირი და ხაშმში მერის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.