https://sputnik-georgia.com/20210708/tika-pacacias-qmari-252251059.html
თიკა ფაცაციას მეუღლე ვაჟებს კალათბურთის თამაშს ასწავლის – ტელეწამყვანმა ქმარი გამოაჩინა
თიკა ფაცაციას მეუღლე ვაჟებს კალათბურთის თამაშს ასწავლის – ტელეწამყვანმა ქმარი გამოაჩინა
Sputnik საქართველო
ყოფილი მოდელი და მომღერალი თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. ის მეუღლეს იშვიათად აჩენს, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს. როგორ გამოიყურება და ართობს შვილებს... 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T12:05+0400
2021-07-08T12:05+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24548/54/245485475_0:0:1047:590_1920x0_80_0_0_aee5198372d9c42873f92c3852576cfe.jpg
უმშვენიერეს მომღერალისა და ტელეწამყვანის თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახური იდილია აისახა. დიდი ოჯახი ზაფხულმა გააერთიანა.წყვილის სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ: უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.თიკა შვილებთან, მშობლებთან და კალათბურთელ ძმასთან ერთად ოჯახურ სურათებს ხშირად აქვეყნებს. ოჯახის წევრებს შორის გამონაკლისი მისი მეუღლეა. იმის გათვალისწინებით, რომ თიკა ქმართან ერთად გადაღებულ სურათებს არ აქვეყნებს, საზოგადოება მათ დაშორებას ხშირად განიხილავს, მაგრამ უკვე წლებია, ოჯახი ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას.ყოფილმა მოდელმა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და ქმრისა და ვაჟების თამაშის ვიდეო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24548/54/245485475_0:0:1047:786_1920x0_80_0_0_58af446fccdd987be21f634b5471daa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
თიკა ფაცაციას მეუღლე ვაჟებს კალათბურთის თამაშს ასწავლის – ტელეწამყვანმა ქმარი გამოაჩინა
12:05 08.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ყოფილი მოდელი და მომღერალი თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. ის მეუღლეს იშვიათად აჩენს, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს. როგორ გამოიყურება და ართობს შვილებს დავით ანთელაძე? უსაყვარლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან.
უმშვენიერეს მომღერალისა და ტელეწამყვანის თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახური იდილია აისახა. დიდი ოჯახი ზაფხულმა გააერთიანა.
წყვილის სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ: უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.
თიკა შვილებთან, მშობლებთან და კალათბურთელ ძმასთან ერთად ოჯახურ სურათებს ხშირად აქვეყნებს. ოჯახის წევრებს შორის გამონაკლისი მისი მეუღლეა. იმის გათვალისწინებით, რომ თიკა ქმართან ერთად გადაღებულ სურათებს არ აქვეყნებს, საზოგადოება მათ დაშორებას ხშირად განიხილავს, მაგრამ უკვე წლებია, ოჯახი ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას.
ყოფილმა მოდელმა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და ქმრისა და ვაჟების თამაშის ვიდეო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა.