„ვნანობ, რომ ბოლო წუთებში მის გვერდით არ ვიყავი“ – რა შეემთხვა თამო ვაშალომიძეს?

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საკუთარ გულისტკივილს საზოგადოებას უზიარებს. ნახეთ რა შეემთხვა მას.
ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს საკუთარ წარსულზე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ბევრჯერ უსაუბრია. როგორც თავად იხსენებს, რთული ბავშვობა ჰქონდა, მის აღზრდაში კი მნიშვნელოვანი როლი ბებიამ შეასრულა, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა. სწორედ ამის შესახებ საუბრობს თამო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც ამბობს, რომ ნანობს, რომ ბოლო წუთებში მის გვერდით არ იყო.
მოდელი იხსენებს, რომ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ბებო საავადმყოფოში იწვა, თავად კი ორსულად იყო და როდესაც სახლიდან მის სანახავად გადიოდა, სწორედ იმ დროს დაურეკეს და სამწუხარო ამბავი შეატყობინეს. „ვინც კარგად მიცნობთ, იცით, ჩემთვის ბებო როგორი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. მან გამზარდა და ვერც ვიაზრებ, რომ არ მყავს. როდესაც კახეთის გზაზე მივდივარ ხოლმე, სულ მგონია, რომ მასთან მივდივარ. ვნანობ იმას, რომ ბოლო წუთებში მის გვერდით არ ვიყავი“, – ამბობს მოდელი.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

პირველი შვილის გაჩენიდან მალევე სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 2020 წლის 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი პირველი შვილის მამის ვინაობაა. ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ ცხოვრებას ახალი ძალებით შეუდგა. რთული ცხოვრების მიუხედავად, თამო უამრავი ქალბატონისთვის სიძლიერის მაგალითად იქცა. ახლა მისი ცხოვრება ფოტომოდელობის მიღმა ოჯახურ სივრცეში მიედინება, რაც თამოსთვის დიდი კომფორტის ზონა და ბედნიერებაა. უახლეს ფოტოებსა და ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა მარტივად მოირგო ცოლ-ქმარმა მშობლის როლი.
ყველა ახალი ამბავი
0