https://sputnik-georgia.com/20210708/princi-uiliami-hari-megan-markli-252252821.html
პრინცი ჰარი ფსიქიკურად დაავადდა? – ახალი დეტალები
პრინცი ჰარი ფსიქიკურად დაავადდა? – ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სკანდალები არ წყდება. მასმედია ამჯერად პრინცი ჰარის ფსიქიკური დაავადების შესახებ ალაპარაკდა. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T15:00+0400
2021-07-08T15:00+0400
2023-07-20T15:42+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252190608_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_0e69fbe793977fa007a83748f0ff3fdc.jpg
კენსინგტონის სასახლის თანამშრომლები, დიდი ბრიტანეთის დედოფლის უფროსი შვილიშვილის, პრინცი უილიამის თანაშემწეები ავრცელებენ ჭორებს პრინც ჰარის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, იუწყება The Mirror ბიოგრაფ ომიდ სკობიზე დაყრდნობით.ბიოგრაფი მიიჩნევს, რომ ჰარის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სავარაუდოდ, დაიწყო 2019 წლის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც სასექსის ჰერცოგმა თქვა, რომ ის და მისი ძმა „თავისი გზებით წავიდნენ“.„ეს შემთხვევითი არ არის. ამ ინტერვიუდან მალევე, მეორე დღეს იყო საუბრები, რომ უილიამი ნერვიულობდა მისი ძმის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო”, – თქვა სკობიმ.პრინც ჰარის ბიოგრაფის მოსაზრებით, შეუძლებელია ცალსახად ითქვას, რომ პრინცი უილიამი არის მისი ძმის ფსიქიკური პრობლემების შესახებ ცნობების წყარო. ამასთან, სკობის თქმით, მეგან მარკლი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სამეფო ოჯახის წევრებს შორის მიმდინარე ჩხუბის მიზეზად.მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრინცები ჰარი და უილიამი ჩხუბის შემდეგ პირველ პირად შეხვედრას გამართავენ.გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252190608_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_2bc92e30853a5993b4bd9cb42bcb640b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
პრინცი ჰარი ფსიქიკურად დაავადდა? – ახალი დეტალები
15:00 08.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სკანდალები არ წყდება. მასმედია ამჯერად პრინცი ჰარის ფსიქიკური დაავადების შესახებ ალაპარაკდა.
კენსინგტონის სასახლის თანამშრომლები, დიდი ბრიტანეთის დედოფლის უფროსი შვილიშვილის, პრინცი უილიამის თანაშემწეები ავრცელებენ ჭორებს პრინც ჰარის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, იუწყება
The Mirror ბიოგრაფ ომიდ სკობიზე დაყრდნობით.
ბიოგრაფი მიიჩნევს, რომ ჰარის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სავარაუდოდ, დაიწყო 2019 წლის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც სასექსის ჰერცოგმა თქვა, რომ ის და მისი ძმა „თავისი გზებით წავიდნენ“.
„ეს შემთხვევითი არ არის. ამ ინტერვიუდან მალევე, მეორე დღეს იყო საუბრები, რომ უილიამი ნერვიულობდა მისი ძმის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო”, – თქვა სკობიმ.
პრინც ჰარის ბიოგრაფის მოსაზრებით, შეუძლებელია ცალსახად ითქვას, რომ პრინცი უილიამი არის მისი ძმის ფსიქიკური პრობლემების შესახებ ცნობების წყარო. ამასთან, სკობის თქმით, მეგან მარკლი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სამეფო ოჯახის წევრებს შორის მიმდინარე ჩხუბის მიზეზად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრინცები ჰარი და უილიამი ჩხუბის შემდეგ პირველ პირად შეხვედრას გამართავენ.
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.