პესკოვი: „სპუტნიკV" ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგაც

© AFP 2024 / JORGE BERNALვაქცინა „სპუტნიკV"
ვაქცინა  „სპუტნიკV - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის მონაცემებით, რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 91%-ს აღემატება.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინები, კერძოდ კი „სპუტნიკV" სავსებით ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგაც, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის შემდეგ კითხვას: „სპუტნიკV"-თი აცრილი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახორციელებს ადგილებზე გასვლებს, ხოლო ვაქცინა არ არის უნივერსალური და ხომ არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაიცვას კორონავირუსის ახალი შტამებისგან, კერძოდ კი ინდური შტამისგან.
„როგორც ჩვენი სპეციალისტები აცხადებენ, ჩვენი ვაქცინები საკმაოდ ეფექტურია, არა 100%-ით, მაგრამ მაინც საკმაოდ ეფექტურია იმ შტამების მიმართაც, რომლებიც ბოლო დროს გაჩნდა“, - ციტირებს პესკოვს РИА Новости.
კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთში 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს. „სპუტნიკV" გამალეის ცენტრში შეიქმნა. საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის მონაცემებით, ვაქცინის ეფექტურობა 91%-ს აღემატება. ეს დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსეთში ასევე შექმნილია სხვა COVID-ვაქცინები - „ეპივაკკორონა“ (ცენტრი „ვექტორი“), „კოვივაკი“ (ჩუმაკოვის ცენტრი).
ყველა ახალი ამბავი
0