https://sputnik-georgia.com/20210708/miwisZvra-sofel-samebasTan-dRes-ukve-mesamed-moxda-252257654.html
მიწისძვრა სოფელ სამებასთან დღეს უკვე მესამედ მოხდა
მიწისძვრა სოფელ სამებასთან დღეს უკვე მესამედ მოხდა
Sputnik საქართველო
მიწისქვეშა ბიძგები ქვემო ქართლის რეგიონის ერთსა და იმავე ადგილზე ორი დღის განმავლობაში უკვე მეექვსედ დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ორ თვეში ეს მე-11 ასეთი შემთხვევაა. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T18:20+0400
2021-07-08T18:20+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250812510_0:60:1280:784_1920x0_80_0_0_57d6acdffe7e25ed4ed5424930212efe.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:38 საათზე 11 კმ სიღმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1 ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250812510_0:20:1280:824_1920x0_80_0_0_f26b9b0c5dd61134fae026d09b95f730.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მიწისძვრა სოფელ სამებასთან დღეს უკვე მესამედ მოხდა
18:20 08.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) მიწისქვეშა ბიძგები ქვემო ქართლის რეგიონის ერთსა და იმავე ადგილზე ორი დღის განმავლობაში უკვე მეექვსედ დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ორ თვეში ეს მე-11 ასეთი შემთხვევაა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:38 საათზე 11 კმ სიღმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
დღეს ეს უკვე მესამე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 7 და 8 ივლისს სამჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,1–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1 ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.