როგორ მოვიქცეთ, თუ მარტო აღმოვჩნდით ძალადობრივ ჯგუფებთან – სახალისო ვიდეო

© Photo: EZZY / FBსახალისო ვიდეო
სახალისო ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ცნობილი ფილმიდან „მუმია“ ერთ-ერთი სცენა ქართულ რეალობასაა მორგებული.
კადრები, სადაც ფილმის ერთ-ერთი გმირი საშიშ ბრბოს გაურბის, ვიდეოს ავტორმა ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ სიტუაციას მოარგო.
როგორც აღწერაშია მითითებული, ასეა შესაძლებელი გაქცევა, თუ ძალადობრივ ჯგუფებთან მარტო აღმოჩნდები. ვიდეოს ავტორი განსხვავებული გარეგნობის ადამიანებს მიანიშნებს, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მათნაირად თავის მოჩვენებით და საქართველოს ჰიმნის ან შესაბამისი სიმღერის ღიღინით ძალადობრივ ჯგუფებს გადაურჩე.
რუსთაველის გამზირი 5 და 6 ივლისს დაპირისპირებისა და არეულობის ცენტრი გახდა – ლგბტ–თემის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს.
ყველა ახალი ამბავი
0