„ძალიან აუტანლები არიან!“ – ასე გამოეხმაურა ლელა მებურიშვილი საკუთარ ოჯახურ სურათს

© Photo: Lela Meburishvili / FBლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
მსახიობი ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს საჯაროდ ასე უცნაურად გამოეხმაურა. რით არის უკმაყოფილო ტელესახე?
ლელა მებურიშვილს სოციალურ ქსელში ლამაზი ფოტოების გამოქვეყნება უყვარს. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. სოციალურ ქსელში წყვილის მორიგი გამოჩენა უამრავ მოწონებას და ინტერესს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ბიზნესმენი კამერებსა და ეკრანებს თავს არიდებს, პოპულარული ცოლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ან ფოტო დიდ პოზიტივს და დადებით გამოხმაურებებს იწვევს. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც ხშირად მოგზაურობენ.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Lela Meburishvili (@lmeburishvili)

მორიგი პაუზის შემდეგ ლელა ქმართან ერთად გამოჩნდა. მათ ერთობლივ ფოტოს უამრავი გამოხმაურება ახლავს, თუმცა ამჯერად არა ბაჩო საგანელიძემ, არამედ ოჯახის ახალმა წევრებმა მიიქციეს ყურადღება. მსახიობისა და ბიზნესმენის ცხოვრებაში ახალი ოთხფეხა მეგობრები გამოჩნდნენ, რომლებიც მათ მოსვენების საშუალებას არ აძლევენ. როგორც ლელამ აღნიშნა, მისი და ქმრის ჰობი ძაღლების მოვლა-პატრონობა გახდა და მათ ეზოში დიდი ჟრიამულია. „ეს ოთხი, ხელში რაც დაგვეტია, და კიდევ ოთხი პატარა გვყავს. სულ სამი დიდი და რვა პატარა გამოვიდა“, – წერს უახლესი სურათის კომენტარში ტელესახე. მანვე ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს უსაყვარლესი ლეკვები „აუტანლები“ არიან.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Lela Meburishvili (@lmeburishvili)

ლელა სიყვარულს დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ცნობილმა ტაბლოიდებმა მალე გამოააშკარავეს მისი მეორე ნახევარი. ცნობილი სერიალების გმირის რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს. წყვილი ერთად ხშირად მოგზაურობს, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბაჩო საჯარო გამოსვლებს თავს არიდებს და კამერებთან ურთიერთობა არ ხიბლავს. წყვილი ერთად ტელეგადაცემებშიც იშვიათად ჩნდება.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Bacho Saganelidze (@bachosia)

ბაჩოს თავმდაბლობა და ლელას სილამაზე ბევრ ადამიანს მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს, არაორდინარულ ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს. მოდური ჟურნალები, ბრენდული მაღაზიები, გასართობი გადაცემები ლელასთან აქტიურად თანამშრომლობენ. „შუა ქალაქში“ მიღწეული პოპულარობის პიკი დღემდე არ ნელდება. ლელას სილამაზით აღტაცებული თაყვანისმცემლები მას სურათების გაზიარებას უფრო ინტენსიურად სთხოვენ. ლელას და ბაჩოს ქორწინებიდან ორი შვილი – ბიჭი და გოგონა ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0