კალაძე: მალე ქალაქში არც ერთი ძველი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს

© Sputnik / Alexander Imedashvili"ყვითელი მარშუტკა"
ყვითელი მარშუტკა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოდან თბილისში მხოლოდ განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს, აღნიშნა კალაძემ.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ყვითელი მიკროავტობუსების პარკი მიმდინარე წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 
მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
კალაძე: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისში უკვე მოძრაობს 300 ახალი ლურჯი მიკროავტობუსი, რომელიც მუნიციპალიტეტის თანხებით იქნა შეძენილი და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ გადაეცა. თბილისის მერიამ ოპერატორ კომპანიას ვალდებულება დააკისრა – დროთა განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებები გამოისყიდოს და თანხები ამგვარად უკან დააბრუნოს, რათა დამატებით კიდევ 300 მიკროავტობუსის შეძენა მოხდეს. გარდა ამისა, „თბილისის მიკროავტობუსი“, თავის მხრივ, კიდევ 400 ახალ სამარშრუტო ტაქსს შეიძენს.
„წლის ბოლოდან დედაქალაქის მოსახლეობას უკვე 1000 მიკროავტობუსი მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, მომავალი წლიდან დედაქალაქში არც ერთი ძველი, ე.წ. „ყვითელი მარშრუტკა“ აღარ იმოძრავებს, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს დიდ დისკომფორტს უქმნის.
„წლის ბოლოდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება. იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა დავიწყეთ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში 1 აპრილიდან დედაქალაქში ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი გახდა და იქ იგივე  შეღავათები მოქმედებს, როგორც მეტროსა და ავტობუსებში. დღის განმავლობაში მიკროავტობუსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი მგზავრობს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური