ევრო-2020-ის ფინალში ინგლისის მოხვედრა ლონდონში გიჟურად აღნიშნეს – ვიდეო

გამოწერა
ინგლისის ნაკრებმა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დანიის გუნდი დაამარცხა. ძირითადი დროის განმავლობაში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა, თუმცა დამატებით დროში ინგლისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს და გაიმარჯვეს ანგარიშით 2:1.
მატჩის დასრულების შემდეგ ინგლისელმა ქომაგებმა ნაკრების წარმატება ქუჩაში აღნიშნეს. გულშემატკივრები აძვრნენ სატელეფონო ჯიხურებზე და ავტობუსებზე, სადაც ტრადიციული სიმღერა Football Is Coming Home შეასრულეს.
ევრო-2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრები იტალიის გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთი დაამარცხა პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1:1, პენალტები 4:2). ტურნირის გადამწყვეტი მატჩი „უემბლიზე“ 11 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0