https://sputnik-georgia.com/20210708/gaxariam-zugdidshi-ofisi-gaxsna-252252854.html
მცდელობა №3: გახარიას პარტიამ ზუგდიდში ოფისი გახსნა
მცდელობა №3: გახარიას პარტიამ ზუგდიდში ოფისი გახსნა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ატარებს, ამჯერად იგი სამეგრელოს ეწვია. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T13:05+0400
2021-07-08T13:05+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252251993_0:262:2048:1414_1920x0_80_0_0_86d060d2c349b524e23fdc6b39b9d7d5.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგიონული ორგანიზაცია გახსნა, ნათქვამია პარტიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.გახარიამ საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პოპულარობის მხრივ ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.საქართველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა რეგიონული ოფისი პარტიის წევრებთან – ალექსანდრე მოწერელიასთან, ბერდია სიჭინავასთან და დავით ფარცვანიასთან ერთად გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გახარია პარტიის მომხრეებსაც შეხვდა და მათ პარტიის სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.გასულ კვირაში ექს-პრემიერის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია გორში ოფისის გახსნით დაიწყო და მომენტალურად მოექცა სკანდალის ცენტრში – შენობაში შუქი გამორთეს, შენობის მეპატრონემ კი იჯარის ხელშეკრულება გააუქმა. როგორც მაშინ გახარიამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტის უკან „შეშინებული ხელისუფლება“ დგას. ამავე დროს მან განმარტა, რომ მისი გუნდი უკან დახევას არ აპირებს.მანამდე, ივნისის ბოლოს იმ ოფისის შენობის მფლობელმა, რომელიც პარტიამ ბათუმში იჯარით აიღო, ასევე უარი განაცხადა შენობის მიქირავებაზე. ფართის მფლობელმა უარის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია ვაშინგტონში გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ. თავად პარტიაში ასეთი შეხვედრის ფაქტი უარყვეს და ამაში ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის ნიშნები დაინახეს.თავის მხრივ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მათი მიმართულებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
https://sputnik-georgia.com/20210707/arakompetenturibis-piki-gaxariam-5-6-ivlisis-movlenebze-mTavrobis-reaqcia-Seafasa-252246677.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252251993_347:297:1836:1414_1920x0_80_0_0_2369702f29d1d87ecd7de1489965a6a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
მცდელობა №3: გახარიას პარტიამ ზუგდიდში ოფისი გახსნა
13:05 08.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ატარებს, ამჯერად იგი სამეგრელოს ეწვია.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგიონული ორგანიზაცია გახსნა,
ნათქვამია პარტიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გახარიამ საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პოპულარობის მხრივ ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.
„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზუგდიდისა და მთლიანად სამეგრელოს რეგიონის განვითარებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თითოეული ადგილობრივი მცხოვრები დარწმუნდეს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზუგდიდი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს და იგი ჩვენი აფხაზი ძმებისთვის მაგალითი იყოს“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა რეგიონული ოფისი პარტიის წევრებთან – ალექსანდრე მოწერელიასთან, ბერდია სიჭინავასთან და დავით ფარცვანიასთან ერთად გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გახარია პარტიის მომხრეებსაც შეხვდა და მათ პარტიის სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
გასულ კვირაში ექს-პრემიერის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია გორში ოფისის გახსნით დაიწყო და მომენტალურად მოექცა სკანდალის ცენტრში – შენობაში შუქი გამორთეს, შენობის მეპატრონემ კი იჯარის ხელშეკრულება გააუქმა. როგორც მაშინ გახარიამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტის უკან „შეშინებული ხელისუფლება“ დგას. ამავე დროს მან განმარტა, რომ მისი გუნდი უკან დახევას არ აპირებს.
მანამდე, ივნისის ბოლოს იმ ოფისის შენობის მფლობელმა, რომელიც პარტიამ ბათუმში იჯარით აიღო, ასევე უარი განაცხადა შენობის მიქირავებაზე. ფართის მფლობელმა უარის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია ვაშინგტონში გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ. თავად პარტიაში ასეთი შეხვედრის ფაქტი უარყვეს და ამაში ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის ნიშნები დაინახეს.
თავის მხრივ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მათი მიმართულებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.