ამერიკული სადესანტო ხომალდი შავი ზღვისკენ დაიძრა

© photo: Zurab Pataradze / FBაშშ-ის სამხედრო ხომალდი
აშშ-ის სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
რუსეთის განცხადებით, შავი ზღვის ფლოტი კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებს ნატოსა და მისი მოკავშირეების ხომალდების მოქმედებების გასაკონტროლებლად.
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფმავალმა სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდმა USNS Yuma შავი ზღვისკენ აიღო გეზი, იუწყება აშშ-ის მეექვსე ფლოტი.
აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს შავ ზღვაში მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო წვრთნა Sea Breeze 2021 დაიწყო. სწავლებებში მონაწილეობს 32 ქვეყნის 5 ათასი სამხედრო, 40 თვითმფრინავი, 32 ხომალდი.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, შავი ზღვის ფლოტის ძალები და საშუალებები აკვირდებიან და აკონტროლებენ მანევრებში მონაწილე ხომალდების მოქმედებებს.
მანამდე აშშ-ში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ სწავლებების მასშტაბი შავ ზღვაში შემთხვევითი ინციდენტების რისკს ზრდის, ამიტომ მოსკოვმა მოუწოდა ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს, უარი ეთქვათ რეგიონში სამხედრო მოქმედებების ჩატარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0