შეხვედრები მწერლებთან და სპორტსმენებთან: მზიურში წიგნის ფლი-მარკეტი გაიმართება

© photo: Sputnikფრედერიკ ბეგბედერი „უნდა& სელინჯერი“
ფრედერიკ ბეგბედერი „უნდა& სელინჯერი“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
„უიმბლდონი“, ევროპის ჩემპიონატის ფინალი და ზღვა წიგნები - მზიურის პარკი ყველას ეპატიჟება წიგნის ფლი-მარკეტზე.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 11 ივლისს წიგნის მეორე ფლი-მარკეტი გაიმართება, რომელიც ამჟამად სპორტის თემას მიეძღვნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
ფლი-მარკეტზე ახალი და მეორადი წიგნები, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.
კალაძის თქმით, „მზიურის“ პარკში უიმბლდონის ტურნირისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება. 
წიგნების ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
თბილისი ერთი წლით „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გახდება
„ორივე შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ეკრანზე განვახორციელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლი-მარკეტის სტუმრებს მიეცემათ საშუალება, მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნონ წიგნებით, სპორტული დაპირისპირებითა და ბუნებაში ყოფნით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ფლი-მარკეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ თავიანთ საყვარელ სპორტსმენებსა და მწერლებს შეხვდნენ, რომლებთან ერთადაც ფინალური მატჩების ყურებასა და ლიტერატურაზე საუბარს შეძლებენ. ფლი-მარკეტზე ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ფანშოპით“ იქნება წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0