EURO 2020-ის ფინალი – ინგლისი იტალიას დაუპირისპირდება

© REUTERS / ALBERTO LINGRIAევრო–2020
ევრო–2020 - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. „სამი ლომი“ „სკუადრა აძურას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატის ფინალის ორივე მონაწილე ცნობილი გახდა – კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ინგლისი და იტალია დაუპირისპირდებიან. 
იტალიის ნაკრებმა ფინალის საგზური 6 ივლისს ესპანეთთან გამარჯვების შედეგად მოიპოვა. „სკუადრა აძურას“ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტად სწორედ ესპანეთთან შეხვედრაში გაუჭირდა, რაზეც შეხვედრის სტატისტიკაც მეტყველებს. მიუხედავად ამისა, ძირითად დროში იტალიელებმა ფედერიკო კიეზას გოლით დაწინაურება მოახერხეს, საპასუხოდ კი დონარუმას კარი ალვარო მორატამ აიღო. საბოლოოდ თამაში 11–მეტმეტრიანების სერიაში გადავიდა, სადაც იტალიამ „ფურია როხა“ ტურნირს გამოთიშა. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის ნაკრებს ყველა ტურნირის ჯამში ზედიზედ 33 თამაშია არ წაუგია.
რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, ბრიტანელებმა ნახევარფინალის ეტაპზე დანიის ნაკრებს აჯობეს. მსგავსად პირველი ნახევარფინალისა, ძირითადი დრო ამ შემთხვევაშიც 1:1 დასრულდა და ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა, სადაც ინგლისელთა ფორვარდმა ჰარი კეინმა საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა და ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება, რომელიც ლეგენდარულ „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზეა“ შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
 
ყველა ახალი ამბავი
0