რატომ უნდა ამოიღოთ სიბრძნის კბილი ადრეულ ასაკში: ამერიკული კვლევა

© Pixabay / geraltკბილები
კბილები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვისაც სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდა, ბევრად კარგად უმკლავდებოდნენ დავალებას...
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. სიბრძნის კბილების ამოღება აუმჯობესებს გემოს შეგრძნებას, წერს გამოცემა Science Times ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
ბიჭუნა სტომატოლოგთან  - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2019
სენსაციური კვლევა: სარძევე კბილი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იძლევა ინფორმაციას
პენსილვანიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მედიცინის სკოლის სწავლულებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 1255 კაცი მონაწილეობდა. მათგან 891-ს სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდა.
„წინა კვლევები აჩვენებდა, რომ კბილის ამოღება მხოლოდ ნეგატიურ გავლენას ახდენდა გემოს შეგრძნებაზე, და მიიჩნეოდა, რომ ეს შეგრძნება დროთა განმავლობაში გადის“, − წერს კვლევის მთავარი ავტორი რიჩარდ დოტი.  
დოტი და მისი კოლეგები ახალი ექსპერიმენტის მონაწილეებს გასასინჯად საქაროზის, ნატრიუმის ქლორიდის, ლიმონმჟავასა და კოფეინის ხსნარებს აძლევდნენ და ავალებდნენ, აღეწერათ მათი გემო − რამდენად ტკბილი, მლაშე, მჟავე თუ მწარე იყო თითოეული ხსნარი.
აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდათ, ბევრად კარგად უმკლავდებოდნენ დავალებას. ამასთან, ქალები უკეთ ართმევდნენ თავს ამოცანას, ვიდრე მამაკაცები.
ბავშვის სარძევე კბილები - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2017
შეინახეთ ბავშვის სარძევე კბილები – ეს თქვენი შვილის გადარჩენის შანსია
ამასთან დადგინდა, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ჰქონდა ამოღებული სიბრძნის კბილი საკვლევ პირს, მით უკეთ შეეძლო გემოს განსაზღვრა.
მეცნიერების თქმით, სიბრძნის კბილის ამოღება საშუალოდ 3-10%-ით აუმჯობესებს გემოს რეცეპტორების შეგრძნებას.
როგორც პროფესორი დოტი წერს, „ეს გასაოცარი, საინტერესო შედეგია, რომელიც შემდგომ შესწავლას იმსახურებს, რათა დადგინდეს, რატომ უმჯობესდება გემო და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კლინიკური თვალსაზრისით“.
ამასთან აღსანიშნავია ამერიკელი მეცნიერების რამდენიმე წლის წინანდელი აღმოჩენა, რომლებმაც დაადგინეს, რომ სიბრძნის კბილის პულპიდან აღებული ღეროვანი უჯრედები შეიძლება გარდაიქმნას უჯრედებად, რომლებიც თვალის რქოვანას უჯრედების იდენტურია. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ეს აღმოჩენა დაბრმავებისგან იხსნის უამრავ პაციენტს.
ყველა ახალი ამბავი
0