„სადილი ბალტიის ზღვაზე ოჯახთან ერთად“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე ვიდეოს აქვეყნებს

© courtesy of Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ულამაზესი გერმანელი საცოლე ბალტიის ზღვაზე ოჯახთან ერთად სადილობს.
გერმანელმა ჩოგბურთელმა შარლოტა ჰელენმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ სადილობენ ბალტიის ზღვაზე მისი დედა-მამა და და მასთან ერთად.
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა ბასილაშვილთან ერთად ცხოვრობს.
გოგონა ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე თან ახლდა. როგორც ჩანს, შარლოტა ქართულის სწავლას აქტიურად შეუდგა, რასაც მანამდე გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს.
პროკურატურის ვერსიით, გასული წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.
 
ყველა ახალი ამბავი
0