პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროკავშირის დროშა აღმართა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც საღამოს 8 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, პოლიციამ მიკროავტობუსებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ საკუთარი ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჩამოხსნეს. 
© photo: Kakha Kuchava / FBПредседатель парламента Грузии Каха Кучава возвращает флаг ЕС на прежнее место
Председатель парламента Грузии Каха Кучава возвращает флаг ЕС на прежнее место - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Председатель парламента Грузии Каха Кучава возвращает флаг ЕС на прежнее место
კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა აღმართა
როგორც კახა კუჭავამ სოციალურ ქსელში დაწერა, მიუღებელი და დაუშვებელია მომხდარი ფაქტი, რადგან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. 
„მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
გუშინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორია სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს, მათ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
რუსთაველის გამზირზე, სადაც გუშინ ერთბაშად ორი აქცია იმართებოდა, გარკვეულ მომენტში ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
შსს-ს ცნობით, გუშინ რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0