https://sputnik-georgia.com/20210707/jurnalistebma-kancelariastan-aqcia-gamartes-252243981.html
ასე გაგრძელება არ შეიძლება: მასმედიის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს
ასე გაგრძელება არ შეიძლება: მასმედიის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს დაშავებული რამდენიმე ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T17:15+0400
2021-07-07T17:15+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/15/247771576_0:188:3290:2048_1920x0_80_0_0_336fec4598322d3ed8d8975603bd07b6.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. მთავრობის კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.აქციის მონაწილეებმა მთავრობას მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის აღებისა და ყველა დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდეს.ტელეკომპანია „TV პირველის“ ტელეწამყვან თორნიკე კვერენჩხილაძეს მიაჩნია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ 5 ივლისის დილით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი პროცესები. თბილისის ცენტრში ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების მცველებს“ უწოდებენ, ორი დღის მანძილზე განსაკუთრებული აგრესიით იქცეოდენ.ორშაბათსა და სამშაბათს გამართულ კონტრაქციებზე მათ ჟურნალისტებზე ნადირობა გამოაცხადეს. შსს-ს ცნობით, თავდასხმების შედეგად ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 – ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები. შსს ძალადობის ყველა ფაქტს იძიებს, ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებული და დაკავებულია შვიდი ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210707/policiam6-ivliss-rusTavelze-kontraqciis-100-monawile-daakava-252236925.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/15/247771576_5:0:3263:2048_1920x0_80_0_0_71c99073b2305826367bfbf6004254f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ასე გაგრძელება არ შეიძლება: მასმედიის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს
17:15 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს დაშავებული რამდენიმე ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. მთავრობის კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის აღებისა და ყველა დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდეს.
ტელეკომპანია „TV პირველის“ ტელეწამყვან თორნიკე კვერენჩხილაძეს მიაჩნია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ 5 ივლისის დილით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი პროცესები.
„დღეს აქ ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზოგიერთი ამ დრომდე საავადმყოფოშია, ზოგი კი 5 ივლისს მიღებული შოკიდან ჯერ ვერ გამოვიდა. ასე გაგრძელება არ შეიძლება!.. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ კანონი კანონია და არ შეიძლება ჟურნალისტების წინააღმდეგ ისე მოქმედება, როგორც ისინი იქცევიან“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
თბილისის ცენტრში ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების მცველებს“ უწოდებენ, ორი დღის მანძილზე განსაკუთრებული აგრესიით იქცეოდენ.
ორშაბათსა და სამშაბათს გამართულ კონტრაქციებზე მათ ჟურნალისტებზე ნადირობა გამოაცხადეს. შსს-ს ცნობით, თავდასხმების შედეგად ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 – ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები. შსს ძალადობის ყველა ფაქტს იძიებს, ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებული და დაკავებულია შვიდი ადამიანი.