https://sputnik-georgia.com/20210707/evrokomisari-tbilisshi-shexvedrebs-martavs-252243613.html
ევროკომისარი თბილისში შეხვედრებს მართავს
ევროკომისარი თბილისში შეხვედრებს მართავს
Sputnik საქართველო
საქართველო მეზობელ სახელმწიფოებს შორის გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ტურნეს ფარგლებში ოლივერ ვარჰეი ეწვია. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T16:49+0400
2021-07-07T16:49+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252242936_0:0:1300:736_1920x0_80_0_0_8aac0e94e5940d4ecda7a4ed02d73bc7.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რეგიონული ტურნეს ფარგლებში თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.ოთხშაბათს ევროკომისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას, დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობას.შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების მნიშვნელობა, რომელსაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ 19 აპრილს მოაწერეს ხელი.„ევროკომისარმა დადებითად შეაფასა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა და იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს“, – ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური საინვესტიციო პაკეტი, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის იწყებს. საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე ევროკომისარი ბიზნეს-სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.ევროკომისარს მცხეთაში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში ასევე უმასპინძლა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ოლივერ ვარჰეის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
https://sputnik-georgia.com/20210707/Sarl-miSeli-lgbt-sazogadoebaze-252243393.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252242936_0:0:1300:818_1920x0_80_0_0_d78ffa5498c417983d414eab431f26c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ევროკომისარი თბილისში შეხვედრებს მართავს
16:49 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საქართველო მეზობელ სახელმწიფოებს შორის გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ტურნეს ფარგლებში ოლივერ ვარჰეი ეწვია.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რეგიონული ტურნეს ფარგლებში თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ოთხშაბათს ევროკომისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას, დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების მნიშვნელობა, რომელსაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ 19 აპრილს მოაწერეს ხელი.
„ევროკომისარმა დადებითად შეაფასა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა და იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს“, –
ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური საინვესტიციო პაკეტი, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის იწყებს. საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე ევროკომისარი ბიზნეს-სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
ევროკომისარს მცხეთაში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში ასევე უმასპინძლა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ოლივერ ვარჰეის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.