https://sputnik-georgia.com/20210707/evro-2020-is-gamarjvebulad-ghorma-inglisi-airchia-252246734.html
წინასწარმეტყველმა ღორმა ევრო-2020-ის ნახევარფინალში გამარჯვებულად ინგლისი აირჩია - ვიდეო
წინასწარმეტყველმა ღორმა ევრო-2020-ის ნახევარფინალში გამარჯვებულად ინგლისი აირჩია - ვიდეო
Sputnik საქართველო
ღორი, სახელად სიუზი, დიდ ბრიტანეთში ოსბერნის ფერმის ბინადარია. მან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის შედეგების პროგნოზი გააკეთა. ცხოველმა უკვე... 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T21:43+0400
2021-07-07T21:43+0400
2023-07-20T15:42+0400
ვიდეო
მულტიმედია
სპორტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252246691_0:132:1270:850_1920x0_80_0_0_f86f21b8a98911ad7b1377f96eefcb3e.jpg
„რთული სათქმელია, რომ მას ექსტრასენსორული შესაძლებლობები არ აქვს, რადგან ერთადერთი მატჩის პროგნოზის გაკეთებისას შეცდა - შოტლანდიასთან შეხვედრისას გოჭმა ინგლისის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. ის არაფრით ჩამოუვარდება სატელევეზიო ექსპერტებს“, - განაცხადა ფერმის მენეჯერმა ჰიუ სტოლიდეიმ.სიუზი, რომელსაც ნამდვილ პატრიოტს უწოდებენ, რთული არჩევანის წინაშე დადგა. მას საკვებით სავსე ორი სათლიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია, რომლებზეც დანიისა და ინგლისის დროშები იყო დატანილი. სიუზი დიდხანს ფიქრობდა და თავიდან გამარჯვების დანიისათვის მინიჭება გადაწყვიტა, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც ინგლისზე შეაჩერა.„სიუზიმ სწორი არჩევანი გააკეთა, მან გამარჯვება ინგლისს დაუთმო. ცოტა ხანი დანიაზე ფიქრობდა, თუმცა მეექვსე გრძნობამ მას უკარნახა, რომ ინგლისი დანიას დაამარცხებდა“, - აღნიშნა ადგილობრივმა კომიკოსმა ჰელ ბენდსონმა.ევრო-2020-ის ნახევარფინალი 7 ივლისს გაიმართება. „უემბლის“ სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისისა და დანიის გუნდები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252246691_0:52:1270:850_1920x0_80_0_0_373420d90df89ec82a61804248be0206.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, სპორტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ვიდეო, მულტიმედია, სპორტი, მსოფლიოს ახალი ამბები
წინასწარმეტყველმა ღორმა ევრო-2020-ის ნახევარფინალში გამარჯვებულად ინგლისი აირჩია - ვიდეო
21:43 07.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) ღორი, სახელად სიუზი, დიდ ბრიტანეთში ოსბერნის ფერმის ბინადარია. მან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის შედეგების პროგნოზი გააკეთა. ცხოველმა უკვე გაითქვა სახელი წინასწარმეტყველებით: ევრო-2020-ის პირველივე მატჩებიდან მან თითქმის ყველა ჯერზე გამოიცნო გამარჯვებული
„რთული სათქმელია, რომ მას ექსტრასენსორული შესაძლებლობები არ აქვს, რადგან ერთადერთი მატჩის პროგნოზის გაკეთებისას შეცდა - შოტლანდიასთან შეხვედრისას გოჭმა ინგლისის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. ის არაფრით ჩამოუვარდება სატელევეზიო ექსპერტებს“, - განაცხადა ფერმის მენეჯერმა ჰიუ სტოლიდეიმ.
სიუზი, რომელსაც ნამდვილ პატრიოტს უწოდებენ, რთული არჩევანის წინაშე დადგა. მას საკვებით სავსე ორი სათლიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია, რომლებზეც დანიისა და ინგლისის დროშები იყო დატანილი. სიუზი დიდხანს ფიქრობდა და თავიდან გამარჯვების დანიისათვის მინიჭება გადაწყვიტა, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც ინგლისზე შეაჩერა.
„სიუზიმ სწორი არჩევანი გააკეთა, მან გამარჯვება ინგლისს დაუთმო. ცოტა ხანი დანიაზე ფიქრობდა, თუმცა მეექვსე გრძნობამ მას უკარნახა, რომ ინგლისი დანიას დაამარცხებდა“, - აღნიშნა ადგილობრივმა კომიკოსმა ჰელ ბენდსონმა.
ევრო-2020-ის ნახევარფინალი 7 ივლისს გაიმართება. „უემბლის“ სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისისა და დანიის გუნდები.