https://sputnik-georgia.com/20210707/erovnulma-bankma-axali-sakoleqcio-monetis-gayidva-daiwyo-252237206.html
ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა დაიწყო
ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა დაიწყო
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა ამჯერად საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავს ეძღვნება. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T11:19+0400
2021-07-07T11:19+0400
2021-10-19T18:00+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24053/45/240534590_33:0:966:527_1920x0_80_0_0_f1b21500188470921efc8f053e9a7a06.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. დღეს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1.500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა 6 ივლისიდან ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიაში არის შესაძლებელი, ხოლო 9 ივლისიდან – ბანკის საკასო ცენტრსა და საქართველოს ფულის მუზეუმში. ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი მონეტის შეძენა შეუძლია.მონეტის ავერსის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია მთავარი კომპოზიცია – ურთიერთგადაჯაჭვული ასოები „ს", „დ", „რ", რაც წარმოადგენს 1921 წელს ქვეყნის სრული დასახელების (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) შემადგენელი სიტყვების ინიციალების ერთობლიობას. კომპოზიციის ქვეშ განთავსებულია 1921 წელს გამოქვეყნებული კონსტიტუციის პირველი გამოცემის პირველ და ბოლო გვერდებზე არსებული ორნამენტის ანალოგი. ავერსის კანტზე წრიულად დატანილია წარწერები GEORGIAN CONSTITUTION, „საქართველო", GEORGIA, „საქართველოს კონსტიტუცია", „1921-2021".მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს რომბის ფიგურის სახით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლიდან ამოღებული მნიშვნელოვანი სიტყვები და ფრაზები. რევერსზე ასევე დატანილია წარწერა „5 ლარი".საკოლექციო მონეტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღსა და ღირსშესანიშნავ მოვლენებს ეძღვნება. მათი გამოშვების ოდენობა ლიმიტირებულია ყოველი ცალკეული მახასიათებლების მქონე მონეტისთვის. საკოლექციო მონეტების გამოშვების ოდენობის განსაზღვრა ხდება შესაბამისი თემატიკის, ასევე ქვეყნის თავისებურებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
https://sputnik-georgia.com/20210328/saqarTvelos-erovnulma-bankma-tolios-olimpiadisTvis-sakoleqcio-moneta-gamouSva-251294872.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24053/45/240534590_80:0:919:527_1920x0_80_0_0_730ebb7421badc8f23c543798be33e2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა დაიწყო
11:19 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა ამჯერად საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავს ეძღვნება.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. დღეს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1.500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა 6 ივლისიდან ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიაში არის შესაძლებელი, ხოლო 9 ივლისიდან – ბანკის საკასო ცენტრსა და საქართველოს ფულის მუზეუმში. ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი მონეტის შეძენა შეუძლია.
მონეტის ავერსის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია მთავარი კომპოზიცია – ურთიერთგადაჯაჭვული ასოები „ს", „დ", „რ", რაც წარმოადგენს 1921 წელს ქვეყნის სრული დასახელების (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) შემადგენელი სიტყვების ინიციალების ერთობლიობას. კომპოზიციის ქვეშ განთავსებულია 1921 წელს გამოქვეყნებული კონსტიტუციის პირველი გამოცემის პირველ და ბოლო გვერდებზე არსებული ორნამენტის ანალოგი. ავერსის კანტზე წრიულად დატანილია წარწერები GEORGIAN CONSTITUTION, „საქართველო", GEORGIA, „საქართველოს კონსტიტუცია", „1921-2021".
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს რომბის ფიგურის სახით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლიდან ამოღებული მნიშვნელოვანი სიტყვები და ფრაზები. რევერსზე ასევე დატანილია წარწერა „5 ლარი".
საკოლექციო მონეტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღსა და ღირსშესანიშნავ მოვლენებს ეძღვნება. მათი გამოშვების ოდენობა ლიმიტირებულია ყოველი ცალკეული მახასიათებლების მქონე მონეტისთვის. საკოლექციო მონეტების გამოშვების ოდენობის განსაზღვრა ხდება შესაბამისი თემატიკის, ასევე ქვეყნის თავისებურებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.