https://sputnik-georgia.com/20210707/dinamo-CempionTa-ligis-SesarCev-etapos-iwyebs-nefTCi-252238970.html
თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპს იწყებს – მეტოქე ბაქოს კლუბია
თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპს იწყებს – მეტოქე ბაქოს კლუბია
Sputnik საქართველო
თბილისის „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის გამარჯვებული გუნდი საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული უეფას მიერ ახლად შექმნილ ტურნირზე –... 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T12:43+0400
2021-07-07T12:43+0400
2021-10-19T18:00+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0e/252012775_0:44:1785:1052_1920x0_80_0_0_9ffdd61df58a230cb4f96a8e83f4bdd7.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს თბილისის „დინამო“ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლებს.შეხვედრა „დინამო არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, განმეორებით მატჩს კი გუნდები უკვე აზერბაიჯანში ერთ კვირაში გამართავენ. ორმატჩიანი დუელის შემდეგ გამარჯვებული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდა ჩემპიონატი ამჟამადაც მიმდინარეობს და თბილისის „დინამოს“ სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ აკლია, რასაც ვერ ვიტყვით ბაქოს კლუბზე. აზერბაიჯანული „ნეფთჩი“ ბოლო პერიოდში ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. ბაქოელებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „სპარტაკს“ მოუგეს, მანამდე კი სლოვენიურ „ოლიმპიასთან“ ფრე ითამაშეს, თუმცა სამირ აბასოვის გუნდს ოფიციალური თამაში თითქმის ორი თვეა არ ჩაუტარებია.„ნეფთჩისთან" დაპირისპირება ერთგვარი გამოწვევაა „დინამოს" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძისთვის, რომელიც აზერბაიჯანში წლების განმავლობაში მუშაობდა და მეტოქე გუნდს კარგად იცნობს. ის 2009-2015 წლებში ბაქოს „ინტერს“ წვრთნიდა. კახა ცხადაძემ შეხვედრის წინ მოწინააღმდეგე გუნდსა და „დინამოს“ შანსებზე ისაუბრა.იმ შემთხვევაში, თუ „დინამო“ აზერბაიჯანულ კლუბთან ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდება, „კონფერენს ლიგაში“ გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. „კონფერენს ლიგაზე“ კი ქართული კლუბის მეტოქე ჰაიფას „მაკაბისა“ და ალმათის „ქაირათის“ წყვილში დამარცხებული იქნება.თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ წელსაც ითამაშა და ალბანურ „ტირანასთან“ წაგების შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა. მაშინ კოვიდ-პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი შეხვედრები იმართებოდა.
https://sputnik-georgia.com/20210606/--------251946181.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0e/252012775_0:0:1675:1052_1920x0_80_0_0_b5b04d9191c548715252806245254dda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპს იწყებს – მეტოქე ბაქოს კლუბია
12:43 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) თბილისის „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის გამარჯვებული გუნდი საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული უეფას მიერ ახლად შექმნილ ტურნირზე – „კონფერენს ლიგაზე“ გადაინაცვლებს.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს თბილისის „დინამო“ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლებს.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, განმეორებით მატჩს კი გუნდები უკვე აზერბაიჯანში ერთ კვირაში გამართავენ. ორმატჩიანი დუელის შემდეგ გამარჯვებული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდა ჩემპიონატი ამჟამადაც მიმდინარეობს და თბილისის „დინამოს“ სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ აკლია, რასაც ვერ ვიტყვით ბაქოს კლუბზე. აზერბაიჯანული „ნეფთჩი“ ბოლო პერიოდში ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. ბაქოელებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „სპარტაკს“ მოუგეს, მანამდე კი სლოვენიურ „ოლიმპიასთან“ ფრე ითამაშეს, თუმცა სამირ აბასოვის გუნდს ოფიციალური თამაში თითქმის ორი თვეა არ ჩაუტარებია.
„ნეფთჩისთან" დაპირისპირება ერთგვარი გამოწვევაა „დინამოს" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძისთვის, რომელიც აზერბაიჯანში წლების განმავლობაში მუშაობდა და მეტოქე გუნდს კარგად იცნობს. ის 2009-2015 წლებში ბაქოს „ინტერს“ წვრთნიდა. კახა ცხადაძემ შეხვედრის წინ მოწინააღმდეგე გუნდსა და „დინამოს“ შანსებზე ისაუბრა.
„მეტოქე ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია. საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, დალაგებულად თამაშობენ და სერიოზული, ძლიერი მეტოქეა. პროცენტულად შანსზე ლაპარაკი არასერიოზულია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პლუსები, რაც მეტოქეს აქვს, გავაჩეროთ და მინუსები გამოვიყენოთ“, – განაცხადა ცხადაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ „დინამო“ აზერბაიჯანულ კლუბთან ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდება, „კონფერენს ლიგაში“ გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. „კონფერენს ლიგაზე“ კი ქართული კლუბის მეტოქე ჰაიფას „მაკაბისა“ და ალმათის „ქაირათის“ წყვილში დამარცხებული იქნება.
თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ წელსაც ითამაშა და ალბანურ „ტირანასთან“ წაგების შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა. მაშინ კოვიდ-პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი შეხვედრები იმართებოდა.