დემნა გვასალიამ Balenciaga-ს „ოტ კუტიურ“ კოლექცია წარადგინა

© Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
Balenciaga-ს დეფილეს პარიზში მოდის კვირეულზე ყველაზე მეტად ელოდნენ და გვასალიამ თავისი ერთგული თაყვანისმცემლების იმედები გაამართლა.
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. წარმოშობით ქართველმა, მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ბოლო ორმოცდაათი წლის შემდეგ Balenciaga-ს „ოტ კუტურის“ პირველი კოლექცია წარადგინა.
ბრენდის ჩვენებამ დამსწრეები თითქოს წარსულში დააბრუნა. მოდელები პარიზში, მოდის სახლის ისტორიულ სალონში სრულ სიჩუმეში დადიოდნენ, როგორც ეს 50-იან წლებში იყო მიღებული. დემნამ ჩვენებისთვის გამოიყენა მოდელები, რომლებიც თავის დროზე კრისტობალ ბალენსიაგამ შექმნა, მაგრამ დაამატა თავისი შტრიხები.
View this post on Instagram

A post shared by Balenciaga (@balenciaga)

ცნობილია, რომ გვასალიას უყვარს „გაზვიადება“, ამიტომ ფუტურისტული შლაპები დიზაინერმა გაუგონარ ზომამდე გაადიდა, მამაკაცის წელში გამოყვანილ პალტოს კი ფართო მხრები დაუმატა. თუმცა, მიუხედავად არასტანდარტული ფორმებისა და ზომებისა, სამოსი მაინც ლაკონიურად გამოიყურებოდა.
შოუ დაასრულა საქორწილო კაბამ, იმ მოდელის პატივსაცემად, რომელიც 1967 წელს თავად კრისტობალმა შექმნა.
მოდის სახლის ჩვენებას დაესწრნენ კანიე ვესტი, ანა ვინტური, სალმა ჰაიეკი, ლუის ჰემილტონი, ბელა ჰადიდი და გვასალიას ახლო მეგობარი რენატა ლიტვინოვა.
დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და სხვები.
მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.
ყველა ახალი ამბავი
0