„ჩვენ სიყვარულს ებრძოდა ეშმაკი. მარტო ჩემი მეგონე“ – ზურა ბაკურაძის მეუღლის ემოციური პოსტი

© Photo: Zura Bakuradze / FBზურა ბაკურაძე და ნათია კობახიძე
ზურა ბაკურაძე და ნათია კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ანსამბლ „ქართული ხმების" სოლისტი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ზურა ბაკურაძე დედის დაკრძალვაზე რაჭაში იყო წასული.
ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის, ანსამბლ „ქართული ხმების” შეუდარებელი სოლისტის ზურა ბაკურაძის მეუღლე ნათია კობახიძე „ფეისბუქზე” ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ნათია წერს, რომ განსაცდელები გამოიარეს, ეშმაკი ებრძოდათ და მათ გრძნობას რომ არაფერი დამუქრებოდა, ამიტომ გაიყვანა წუთისოფლიდან უფალმა ასე ადრე.
„მე მარტო ჩემი მეგონე და თურმე რამდენისთვის გაგინაწილებია შენი თბილი გული. „ჩემი ბევრი” ხარ-მეთქი და „ჩემი ტკბილი” ხარ-მეთქი, სულ გეუბნებოდი, ზურ. მაგრამ ამდენი თუ იყავი და ასეთი ტკბილი, კიდევ ვერ ვხვდებოდი. უამრავი განსაცდელი გამოვიარეთ. გვებრძოდა ეშმაკი, ჩვენს სიყვარულს ებრძოდა და ამიტომაც გაგიყვანა უფალმა ასე მალე, რომ ამ არაამქვეყნიურ გრძნობას არაფერი დამუქრებოდა. ბევრს ჰყვარებიხარ, მაგრამ ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა“, – წერს ნათია კობახიძე.
„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე 23 ივნისს გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვის გამო იყო ჩასული.
ონის მერიის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩავარდა. ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ამ ადგილზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევჩი ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ყველა ახალი ამბავი
0