ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია ენდემური ჯიშის ხეები. ცეცხლის სრულად ლიკვიდაციის მიზნით მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ვაშლოვანის ნაკრძალში კვლავ ხანძარია
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და 120 მეხანძრე–მაშველი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ასევე ჩართულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს 80-მდე რეინჯერი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
ეს ბოლო კვირაში ნაკრძალში ცეცხლის გაჩენის მეოთხე შემთხვევაა.
ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35.292 ჰექტარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0