„თელასი" თბილისის შვიდ რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

© Sputnik / Viktor Kaminskyთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების IIა ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, პეტრიწის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ვარკეთილი-3 I კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ნოდარ ბოხუას, პეტრიწის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0