https://sputnik-georgia.com/20210706/sauzme-xuT-wuTSi-saavtoro-recepti-252230922.html
საუზმე ხუთ წუთში: მარტივი და ყუათიანი კერძის საავტორო რეცეპტი - ვიდეო
საუზმე ხუთ წუთში: მარტივი და ყუათიანი კერძის საავტორო რეცეპტი - ვიდეო
Sputnik საქართველო
როგორც ექიმები ამბობენ, დილით საუზმეს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანრთელობისთვის. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T19:04+0400
2021-07-06T19:04+0400
2023-06-27T12:28+0400
გემრიელი სამზარეულო
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249836856_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_0fa66afc7f81be2d3e63ff2e9b195801.jpg
გახდომის მსურველებმა ნოყიერად და მაძღრისად უნდა ისაუზმონ, რათა გონივრულად აკონტროლონ მადა, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, არსებობს იდეალური საუზმის სამი ვარიანტი. აქედან პირველში შედის: რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ძროხის ხორცი და თეთრი თევზი. მეორე ვარიანტი ითვალისწინებს პროდუქტებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ჯანმრთელ ცხიმებსა და უჯრედისს, ხოლო საუზმის მესამე ვარიანტი − ეს არის კვერცხის კერძები, რომლებიც მზადდება ავოკადოსთან, ცხიმიან თევზთან, ისპანახთან, სოკოსთან ან ბოსტნეულთან ერთად.დღეს სწორედ კვერცხისგან მომზადებული საავტორო კერძის რეცეპტს გაგაცნობთ.თქვენ დაგჭირდებათ:მომზადების წესიჩატეხეთ კვერცხი ჯამში და დაასხით რძე, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ − ისე, რომ კორკოშელები არ დარჩეს.დაჭერით მწვანე ხახვი, პომიდორი და კამა და ჩაყარეთ ეს ყველაფერი მიღებულ ნარევში, დაამატეთ მარილი და მოურიეთ კარგად.დაასხით ტაფაზე ცოტა ზეთი, კარგად გაანაწილეთ ძირზე.გადაიტანეთ მიღებული ნარევი ტაფაზე, თანაბრად გაანაწილეთ ჭურჭელზე და დადგით დაბალ ცეცხლზე.ამასობაში მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი. შემდეგ კი „ერბოკვერცხი“ გადააბრუნეთ და შემცხვარ ზედაპირზე ყველი მხოლოდ ნახევარზე მოაყარეთ.გადაკეცეთ შუაზე და დააცადეთ, რომ შეცხვეს.ეს არის და ეს − ნოყიერი საუზმე მზადაა.
https://sputnik-georgia.com/20181130/omleti-puliari-243230109.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249836856_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_3bb289abe26bc1ca736df9d5c2c9e391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო, წასაკითხი ამბები
გემრიელი სამზარეულო, წასაკითხი ამბები
საუზმე ხუთ წუთში: მარტივი და ყუათიანი კერძის საავტორო რეცეპტი - ვიდეო
19:04 06.07.2021 (განახლებულია: 12:28 27.06.2023) როგორც ექიმები ამბობენ, დილით საუზმეს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანრთელობისთვის.
გახდომის მსურველებმა ნოყიერად და მაძღრისად უნდა ისაუზმონ, რათა გონივრულად აკონტროლონ მადა, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, არსებობს იდეალური საუზმის სამი ვარიანტი. აქედან პირველში შედის: რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ძროხის ხორცი და თეთრი თევზი. მეორე ვარიანტი ითვალისწინებს პროდუქტებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ჯანმრთელ ცხიმებსა და უჯრედისს, ხოლო საუზმის მესამე ვარიანტი − ეს არის კვერცხის კერძები, რომლებიც მზადდება ავოკადოსთან, ცხიმიან თევზთან, ისპანახთან, სოკოსთან ან ბოსტნეულთან ერთად.
დღეს სწორედ კვერცხისგან მომზადებული საავტორო კერძის რეცეპტს გაგაცნობთ.
- კვერცხი − 5 ცალი;
- რძე − 200 მლ;
- ფქვილი − 80 გ;
- მწვანე ხახვი − მომცრო კონა;
- კამა − მომცრო კონა;
- პომიდორი − ერთი ცალი;
- ბულგარული წიწაკა − ერთი ცალი;
- ყველი − 150 გ;
- მარილი − გემოვნებით;
- ზეთი.
ჩატეხეთ კვერცხი ჯამში და დაასხით რძე, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ − ისე, რომ კორკოშელები არ დარჩეს.
დაჭერით მწვანე ხახვი, პომიდორი და კამა და ჩაყარეთ ეს ყველაფერი მიღებულ ნარევში, დაამატეთ მარილი და მოურიეთ კარგად.
დაასხით ტაფაზე ცოტა ზეთი, კარგად გაანაწილეთ ძირზე.
გადაიტანეთ მიღებული ნარევი ტაფაზე, თანაბრად გაანაწილეთ ჭურჭელზე და დადგით დაბალ ცეცხლზე.
ამასობაში მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი. შემდეგ კი „ერბოკვერცხი“ გადააბრუნეთ და შემცხვარ ზედაპირზე ყველი მხოლოდ ნახევარზე მოაყარეთ.
გადაკეცეთ შუაზე და დააცადეთ, რომ შეცხვეს.
ეს არის და ეს − ნოყიერი საუზმე მზადაა.