https://sputnik-georgia.com/20210706/sapatriarqo-tv-pirvelma-lgbt-s-mxardamWer-monazonze-feiki-gaavrcela-252232746.html
საპატრიარქო: „TV პირველმა“ ლგბტ-ს მხარდამჭერ მონაზონზე „ფეიკი“ გაავრცელა
საპატრიარქო: „TV პირველმა“ ლგბტ-ს მხარდამჭერ მონაზონზე „ფეიკი“ გაავრცელა
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ქართველი მონაზვნის ფოტო, რომელიც მხარს უჭერს ლგბტ საზოგადოებას და ხალხს მოუწოდებს ერთმანეთი უყვარდეთ, ყალბი აღმოჩნდა. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T20:43+0400
2021-07-06T20:43+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24428/53/244285358_0:225:2000:1350_1920x0_80_0_0_c9c50f5204c5417ef3d0a55ceccf4652.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნეკრესის ქალთა მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა ლგბტ თემისა და „ღირსების მარშს" მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.6 ივლისს „TV პირველმა“ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო და ინფორმაცია, რომ ნეკრესის მონასტრიდან დედა მარიამმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს ლგბტ საზოგადოებას. ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ მონაზონმა დააყენა ფილტრი ლგბტ სიმბოლოებით და პატიება ითხოვა გუშინდელი არეულობისთვის, ხოლო სამწყსოს მოუწოდა ერთმანეთის სიყვარულისა და გაფრთხილებისკენ.როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, ნეკრესის ეპარქიაში დედათა მონასტერი არ არსებობს და ფოტოზე გამოსახული ადამიანი არ ეკუთვნის მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეებს.„ფოტოზე გამოსახული ადამიანი ნეკრესის მონაზონი არ არის. გარდა ამისა, ნეკრესის ეპარქიაში არ არსებობს დედათა მონასტერი. ეს ადამიანი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რიგებს. ამასთან, Facebook-გვერდი ასეთი სახელით ასევე არ არსებობს ინტერნეტში“, – ნათქვამია განცხადებაში.სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო არის ფალსიფიკაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. დააკავეს 11 ადამიანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24428/53/244285358_200:0:2000:1350_1920x0_80_0_0_0077d96343d9eb796e9064674cf10c3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საპატრიარქო: „TV პირველმა“ ლგბტ-ს მხარდამჭერ მონაზონზე „ფეიკი“ გაავრცელა
20:43 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ქართველი მონაზვნის ფოტო, რომელიც მხარს უჭერს ლგბტ საზოგადოებას და ხალხს მოუწოდებს ერთმანეთი უყვარდეთ, ყალბი აღმოჩნდა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნეკრესის ქალთა მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა ლგბტ თემისა და „ღირსების მარშს" მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
6 ივლისს „TV პირველმა“ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო და ინფორმაცია, რომ ნეკრესის მონასტრიდან დედა მარიამმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს ლგბტ საზოგადოებას. ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ მონაზონმა დააყენა ფილტრი ლგბტ სიმბოლოებით და პატიება ითხოვა გუშინდელი არეულობისთვის, ხოლო სამწყსოს მოუწოდა ერთმანეთის სიყვარულისა და გაფრთხილებისკენ.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, ნეკრესის ეპარქიაში დედათა მონასტერი არ არსებობს და ფოტოზე გამოსახული ადამიანი არ ეკუთვნის მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეებს.
„ფოტოზე გამოსახული ადამიანი ნეკრესის მონაზონი არ არის. გარდა ამისა, ნეკრესის ეპარქიაში არ არსებობს დედათა მონასტერი. ეს ადამიანი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რიგებს. ამასთან, Facebook-გვერდი ასეთი სახელით ასევე არ არსებობს ინტერნეტში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო არის ფალსიფიკაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. დააკავეს 11 ადამიანი.