როგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში

გამოწერა
საქართველოში ზაფხული პიკს უახლოვდება. ქვეყნის უმეტეს რეგიონში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ზოგიერთ ადგილზე კი ჰაერის ტემპერატურა უკვე 40 გრადუსს აღწევს.

სიცხე ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად იგი საშიშია 75 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის, აგრეთვე სპორტსმენებისთვის.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მზეზე დიდხანს არ გაჩერდნენ და ჰაერის მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გრილ ადგილს შეაფარონ თავი. ამასთან, ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ფიზიკური აქტიურობისგან.

„Sputnik-საქართველომ“ ინფოგრაფიკაში თავი მოუყარა სპეციალისტების რჩევებს, რომლებიც დისკომფორტთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0