ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / DANIEL SORABJIლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად გაიზარდა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,26%-ით გაიზარდა და 102,21 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,26%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,13%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,75% მოგებით 106,45 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,72 პუნქტის ფასით, 5,42% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,38%-ით.
საწარმო „ქართლი ტექსტილი“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
საქართველოს ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს - მაისში ზრდამ 26% შეადგინა
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,17%-ით გაიზარდა 101,12 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,82%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 7,46%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 14,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 350 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,26-14,64 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 1,6%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 6,98 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 405 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,78-7,29 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 3,91%-ით გაიზარდა 11,68 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 136 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,08-11,92 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0