კესარია აბრამიძის შიშველი ფოტო შოკში ჩაგაგდებთ – მოდელი ტრუსის გარეშე პოზირებს

© Photo: Sikete Martivia / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ტრანსგენდერმა მოდელმა აღიარა, რომ პასპორტში ოფიციალურად მდედრობითი სქესი უწერია, რადგან ქალად გადაკეთების ოპერაცია გაიკეთა.
დაბადების მოწმობის დამადასტურებელმა დოკუმენტმა კესარიას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ტრანსგენდერ ქალად წოდებულ ფოტომოდელს ახლა ოფიციალურ საბუთებში სქესი „მდედრობითი“ აქვს მითითებული. უამრავი წლის მანძილზე უმშვენიერესმა ტელესახემ იბრძოლა საკუთარი იდენტობისა და სხვების უფლებების დასაცავად. საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ტრანსგენდერ ქალებზე საჯაროდ ისაუბრა, განიხილა მათი პრობლემები და თამამი ნაბიჯები გადადგა.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Kesaria (@kesaria_official)

კესარია ამბობს, რომ მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა. როდესაც სქესის შეცვლა გსურს პასპორტში, კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგაქვს და დაბადების მოწმობას გიცვლიან, რასაც ორი კვირა სჭირდება. შემდეგ შეცვლილი დაბადების მოწმობით ხდება ახალი პასპორტის აღება, ამბობს ის.
კესარიას გარშემო ჭორ-მართალი არ წყდება. ამიტომ მან მორიგი სკანდალური ნაბიჯი გადადგა და საიდუმლოს ფარდა ახადა. ცნობილმა ფოტომოდელმა დაბადების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობით მის გულშემატკივრებსა თუ მტრებს ამშვიდებს.
„ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, დაწყნარდით“ – ეს წარწერა დაურთო აბრამიძემ დაბადების მოწმობას. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ თამამი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სასქესო ორგანოს ხელოვნური ბეწვი უფარავს.
ყველა ახალი ამბავი
0