ტოჩინოშინმა ივლისის ტურნირი მარცხით დაიწყო

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ნაგოიაში მიმდინარე ტურნირის მეორე დღეს ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ტიომარუს შეხვდება.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ივლისის ტურნირი ქალაქ ნაგოიაში მარცხით დაიწყო.
პირველ ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა, რომელიც ამჟამად აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, ვერ გაუძლო კოტონოვაკას (დასავლეთის მე-11 მაეგაშირა) შეტევას და დოჰიოდან გავიდა.
ტურნირის მეორე დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ტიომარუს შეხვდება. ეს მეტოქეების მეშვიდე დაპირისპირება იქნება, რომელშიც ქართველი ლიდერობს – 5:1.
ნაგოია ბაშო 18 ივლისამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0