ტყიბულში გაფიცული მეშახტეები საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ

© photo: Sputnik / Stringerმეშახტე
მეშახტე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
მეშახტეები ხელფასის 300 ლარით გაზრდას და საბონუსე სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, ბონუსები 30-40 ლარს არ აღემატება.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციაზე დღესაც აპირებენ შეკრებას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 
შახტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში: კომპანიამ თანამშრომლებს პასუხი გასცა
შახტის თანამშრომლები შაბათს, 3 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 300 ლარით გაზრდას მოითხოვენ და ეწინააღმდეგებიან ბონუსების სისტემას, რომლითაც სახელფასო დანამატი, მათი თქმით, 30-40 ლარს არ აღემატება.
კომპანია „საქნახშირში“, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ გაფიცული მეშახტეების მოთხოვნების გამოხატვის ფორმა მათთვის მიუღებელია. ისინი არ აპირებენ ხელფასების მომატებას, რადგან მეშახტეებისთვის ბონუსების სისტემა არსებობს.
გარდა ამისა, გარკვეული შეღავათებით სარგებლობისთვის მეშახტეები ხელისუფლებისგან ტყიბულისთვის მაღალმთიანი ტერიტორიის სტატუსის მინიჭებასაც მოითხოვენ.
200-მდე მეშახტის პროტესტის გამო ამ დროისათვის სამი ობიექტია გაჩერებული. ჯერჯერობით კომპანიასა და გაფიცულ დასაქმებულებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება – მხარეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
ტყიბულის ძიძიგურის სახელობის შახტაში თანამშრომლები მიმდინარე წლის თებერვალშიც გაიფიცნენ. მაშინ კომპანიის თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურების სრულად მიღებას მოითხოვდა, ისინი უარს აცხადებდნენ შახტიდან ამოსვლაზე.
დღეს ტყიბულში ორი მოქმედი შახტია – მინდელის და ძიძიგურის სახელობის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.
სამთო-მომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ 1170 ადამიანია დასაქმებული.
 
ყველა ახალი ამბავი
0