„როგორც ჩანს, სიარულსაც შევძლებ...“ – თინა ხიდაშელი გერმანიაში მკურნალობს

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
თინა ხიდაშელმა კორონავირუსით გამოწვეულ ავადმყოფობას დღემდე ვერ დააღწია თავი. პოლიტიკოსს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, ის დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ გადაადგილდება.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოკვლევებზე გერმანიაში იმყოფება. ამის შესახებ „ფეისბუქზე” მან თავად დაწერა. ყოფილი მინისტრი წერს, რომ მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შეძლებს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა.
„ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც მწერთ, მეხმიანებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს”, – წერს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პოლიტიკოსი წერდა, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს...
ყველა ახალი ამბავი
0