საყურე ეკეთა – თბილისის ცენტრში უცხოელს თავს დაესხნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად თავს დაესხა და დანით დაჭრა. შემთხვევა ხეთაგუროვის ქუჩაზე დღეს, 5 ივლისს მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, თავდამსხმელი კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.
როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, უცხოელს, რომელიც ქუჩაში სეირნობდა, საყურე ეკეთა, რამაც თავდამსხმელის გაღიზიანება გამოიწვია. ინციდენტი თბილისში ლგბტ–თემის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლებისა და არეულობის ფონზე მოხდა.
დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0