„აქამდე მიმალავდა მეუღლე. საკუთარი თავი მეზიზღება...“ - რა შეემთხვა თამარ ივერს?

© courtesy of Tamar Iveriთამარ ივერი
თამარ ივერი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მისი თქმით, შემთხვევით გაიგო
საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ მომღერალს დედა გარდაეცვალა და ეს ამბავი კონცერტზე გასვლის წინ გაიგო.
„თურმე აქამდე მიმალავდა მეუღლე, მაგრამ შემთხვევით მოვისმინე მისი „კონსპირაციული საუბარი” დაკრძალვის დეტალებზე ავსტრიაში, კონცერტის დღეს და ამ ამბის გაგების მერე უნდა გავიდე და ვიმღერო. არ მოგესმათ ხალხნო. საკუთარი თავი მეზიზღება ამ სიტუაციაში, ვხედავ რომ ცხოვრება მორიგ სასტიკ გამოცდას მიწყობს ნერვების ომით”, - წერს თამარ ივერი.
საოპერო მომღერალს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს. ოპერის მომღერალი თამარ ივერი და მოჭიდავე რაულ ცხადაძე 2014 წლის 1 ივნისს, ნინოობას გახდნენ ტყუპების მშობლები.
თამარმა და რაულმა ტყუპებს ნინა-ლიზა და უგო-ავთანდილი დაარქვეს. ბიჭს რაულმა დაარქვა უგო, ავთანდილი კი თამარის მამის სახელია.
თამარს ძალიან უყვარს სახელი ლიზა, ხოლო რადგან ბავშვები ნინოობას დაიბადნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნინო-ლიზა დაერქმიათ.
თამარ ივერი სოციალურ ქსელში აქტიურია, თუმცა შვილების ფოტოებისა თუ ვიდეოების გასაჯაროებას ერიდება.
ყველა ახალი ამბავი
0