„რიონში დახრჩობისგან ბავშვიც გადაარჩინა“ – ვინ არის კაცი, რომელიც მტკვარში დაიხრჩო

© Sputnik / Alexander Imedashviliსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ორთაჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც 14 წლის გოგონას სიცოცხლე იხსნა, რამდენიმე დღით ადრე ექსკურსიაზე მყოფი ბავშვიც გადაარჩინა.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც 4 ივლისს მტკვარში გადავარდნილი 14 წლის გოგონა გადაარჩინა, ხოლო თავად მდინარიდან ვეღარ გამოაღწია, 36 წლის შოთა ქარსელაძეა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ირკვევა, რომ მანვე სულ რამდენიმე დღის წინ ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში დახრჩობასაც გადაარჩინა.
მაშველები ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ორთაჭალის სანაპიროზე რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში 14 წლის გოგონას გადასარჩენად გადახტა, გოგონა გადაარჩინა და სამშვიდობოს გამოიყვანა, თავად კი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0