ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ჩათვლა მოიგეს

© photo: GeoWrestling / FBდიეგო ჩხიკვაძე
დიეგო ჩხიკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს წყალობით საქართველოს ნაკრებმა 154 ქულა დააგროვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ქალაქ დორტმუნდში იუნიორთა შორის (U-21) სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ფრიდონ აბულაძე (–60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (–63) და გიორგი ჩხიკვაძე (–72). ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი თოხაძე (–55) და გიორგი შპეტიშვილი (–77). ბრინჯაო კი ლუკა ოჩიგავამ (–67) მოიპოვა.
ამ შედეგების წყალობით საქართველოს ნაკრებმა 154 ქულა დააგროვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა – გაუსწრო რუსეთისა (118) და თურქეთის (100) ნაკრებებს.
ყველა ახალი ამბავი
0