თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის აფეთქება სცადეს

© photo: Sputnik / Stringerპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ასაფეთქებელი მოწყობილობა ოფისის ეზოში გადაისროლეს, სადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები თათბირობდნენ.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. უცნობმა პირებმა ისროლეს ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილი, იუწყება „ტვ პირველი“.
სალომე ზურაბიშვილმა „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ზურაბიშვილმა „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა
ტელეარხის ჟურნალისტის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, უცნობებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის ეზოში გადაისროლეს. დაშავდა ერთი გოგონა.
ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გოგონას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებები მთელი დღის განმავლობაში დასდევდნენ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებსა და მათ დამცველებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც არ მოეწონებოდა და ასევე ჟურნალისტებსაც.
 
ყველა ახალი ამბავი
0