ლომჯარია: უკიდურესად მიუღებელი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის „ღირსების მარშის“ მომხრეებს, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.
ლომჯარია
„უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან უფლებრივად გაათანაბრა მშვიდობიანი და ძალადობრივი ჯგუფები, რაც ამ ძალადობრივი ჯგუფებისთვის კიდევ ერთხელ დამატებითი წახალისება გახდა. ასევე არასწორი იყო „პრაიდისთვის“ პოლიტიკური სარჩულის მიკერება, რამაც ძალადობრივი ფონი კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა. 
ყველა ახალი ამბავი
0