გაბუნია: საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო

© Government of Georgiaთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შესახებ საუბრობს.
 
გაბუნია
„დღეიდან დავიწყეთ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა. ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში შეფერხებები იყო კიბერშეტევის გამო, სრულად გამართულია. ამ ეტაპზე მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. დილით 20 ათასზე მეტი ჯავშანი იყო განხორციელებული „სინოფარმის“ ვაქცინაზე“, - ამბობს გაბუნია.
მისი თქმით,   გააქტიურდა ახალი ცხელი ხაზის ნომერი - 144-3, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებისა და პრობლემების შემთხვევაში შეძლებენ დარეკვას.
ყველა ახალი ამბავი
0