ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამუშავდა

© REUTERS / DANIEL BECERRILჩინური ვაქცინა Sinovac
ჩინური ვაქცინა Sinovac - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
გამოწერა
ამ დროისთვის ხელმისაწვდომია რეგისტრაცია ჩინურ პრეპარატ Sinovac-ზე, რომელზეც რეგისტრაციას 18 წლის და ზედა ასაკის პირებს შეუძლიათ და AstraZeneca-ზე (45 წლიდან).
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ჩაირთო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი booking.moh.gov.ge, რომელზეც შაბათს მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
შაბათს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. იგივე მიზეზით შაბათს დაგვიანდა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ტიკარაძე: ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0