ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია

© photo : courtesy of Emergency Department of Georgia 112ხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
გამოწერა
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბოლო ერთ კვირაში ხანძრის ეს მეორე შემთხვევა. მესაზღვრეებმა დაკვამლიანება გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერია მობილიზებული. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც ადგილზე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია. ცოცხალი ძალის გარდა, ხანძრის ქრობის პროცესში  ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35.292 ჰა-ს შეადგენს.
 
ყველა ახალი ამბავი
0