https://sputnik-georgia.com/20210704/tyibulSi-meSaxteebis-gaficva-grZeldeba-mxareebma-SeTanxmebas-ver-miaRwies-252208500.html
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება - მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება - მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
Sputnik საქართველო
მეშახტეები ხელფასის მომატებას 300 ლარით მოითხოვენ და ბონუსების სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, ბონუსები 30-40 ლარს არ აღემატება. 04.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-04T20:56+0400
2021-07-04T20:56+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/34/239963491_0:0:2781:1572_1920x0_80_0_0_53d5f0bf74293b8e97f6e594cd66a2c4.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლების შეხვედრა სამთომომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან უშედეგოდ დასრულდა.შახტის თანამშრომლებმა გაფიცვა შაბათს, 3 ივლისს გამოაცხადეს. ისინი ხელფასის მომატებას 300 ლარით მოითხოვენ და ეწინააღმდეგებიან ბონუსების სისტემას, რომლითაც სახელფასო დანამატი, მათი თქმით, 30-40 ლარს არ აღემატება. თავის მხრივ, კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, რომ გაფიცული მეშახტეების მოთხოვნების გამოხატვის ფორმა მათთვის მიუღებელია. ისინი არ აპირებენ ხელფასების მომატებას, რადგან მეშახტეებისთვის ბონუსების სისტემა არსებობს.მეშახტეების თქმით, მათი ხელფასი 580-დან 640 ლარამდე მერყეობს.„მხოლოდ ის გვინდა, ჩვენი შრომა დაფასდეს. ბონუსით ვერაფერს ვაკეთებთ. 30 ლარი ბონუსად არ ითვლება. ვთხოვთ ჩვენს მაჟორიტარს, ქალაქის გამგებელს, დაგვიდგნენ გვერდით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეშახტემ ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.„640 ლარი მაქვს ხელფასი და 400 მეტრზე ჩავდივარ მიწაში. ოჯახები გვყავს სარჩენი. რა ვქნათ“, - ამბობს სხვა მეშახტე.დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ 1170 ადამიანია დასაქმებული.
https://sputnik-georgia.com/20210703/meSaxteebis-gaficva-tyibulSi-kompaniam-TanamSromlebs-pasuxi-gasca-252201752.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/34/239963491_213:0:2781:1613_1920x0_80_0_0_39eec64cb53d4d9d9dce92f9d56cfeba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება - მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
20:56 04.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) მეშახტეები ხელფასის მომატებას 300 ლარით მოითხოვენ და ბონუსების სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, ბონუსები 30-40 ლარს არ აღემატება.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლების შეხვედრა სამთომომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან უშედეგოდ დასრულდა.
შახტის თანამშრომლებმა გაფიცვა შაბათს, 3 ივლისს გამოაცხადეს. ისინი ხელფასის მომატებას 300 ლარით მოითხოვენ და ეწინააღმდეგებიან ბონუსების სისტემას, რომლითაც სახელფასო დანამატი, მათი თქმით, 30-40 ლარს არ აღემატება. თავის მხრივ, კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, რომ გაფიცული მეშახტეების მოთხოვნების გამოხატვის ფორმა მათთვის მიუღებელია. ისინი არ აპირებენ ხელფასების მომატებას, რადგან მეშახტეებისთვის ბონუსების სისტემა არსებობს.
მეშახტეების თქმით, მათი ხელფასი 580-დან 640 ლარამდე მერყეობს.
„მხოლოდ ის გვინდა, ჩვენი შრომა დაფასდეს. ბონუსით ვერაფერს ვაკეთებთ. 30 ლარი ბონუსად არ ითვლება. ვთხოვთ ჩვენს მაჟორიტარს, ქალაქის გამგებელს, დაგვიდგნენ გვერდით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეშახტემ ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.
„640 ლარი მაქვს ხელფასი და 400 მეტრზე ჩავდივარ მიწაში. ოჯახები გვყავს სარჩენი. რა ვქნათ“, - ამბობს სხვა მეშახტე.
დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.
სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ 1170 ადამიანია დასაქმებული.