სვანეთში მდინარე ენგურში მიკროავტობუსი გადავარდა

© Sputnik / STRINGERენგური
ენგური - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესტია-თბილისის სამარშუტო ხაზზე მუშაობდა. შემთხვევის დროს მძღოლი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის მონაკვეთთან, მდინარე ენგურში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, იდლიანის მკვიდრი მამაკაცი მდინარეში საკუთარი მიკროავტობუსით გადავარდა.
შემთხვევა გუშინ, ჯვარი-ხაიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში მძღოლი მარტო იმყოფებოდა. მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესტია-თბილისის სამარშუტო ხაზზე მუშაობდა.
ყველა ახალი ამბავი
0