საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირაში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებს დაიწყებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტიები სასამართლო რეფორმის გატარებამდე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.     
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იურიდიული კომიტეტის ფარგლებში სამშაბათიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებს დაიწყებს, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
პარლამენტში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მორიგი სკანდალი ატყდა
მისი თქმით, ერთ დღეში კომიტეტი ათიდან ორ კანდიდატს მოუსმენს. ამასთან, პარლამენტის თითოეულ ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს შეკითხვის დასასმელად გარკვეული დრო მიეცემა.
ასე მაგალითად, „ქართული ოცნების“ ფრაქციას ამისათვის ექნება 75 წუთი, „შარლ მიშელის რეფორმის“ ფრაქციას - 15 წუთი, „ლელოს“ ფრაქციას - 15 წუთი, „ერთიანი ნაციონალური მოძღაობის“ ფრაქციას - 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფებს - „საქართველოსთვის“, „გირჩს“, „ევროპელ სოციალისტებს“ და „მოქალაქეებს“ - თითო 15 წუთი. დამოუკიდებელ დეპუტატებისთვის 33 წუთი გამოიყოფა.
მაგრამ პარტიების უმრავლესობა ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. ისინი მოითხოვენ სასამართლო რეფორმამდე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას. სხდომას არც სახალხო დამცველი არ დაესწრება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ივნისის ბოლოს წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რაც ოპოზიციის შეშფოთების მიზეზი გახდა, რადგან ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დარღვევად მიიჩნია.
ოპოზიციის კრიტიკაზე საპასუხოდ სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ და მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც.
მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
„ჩვენ ვართ ქვეყნის პატრიოტები“ - ქართველმა მოსამართლეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს
თავის მიმართვაში 300-ზე მეტი მოსამართლე აცხადებს, რომ არის კანონის ერთგული, საქართველოს პატრიოტია და დგას სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ხოლო მართლმსაჯულების სფეროში პრინციპულ პროგრესს ადასტურებს ბოლო წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისი რეიტინგები.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის სფერო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეტარებინათ მართლმსაჯულების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმა, მანამ კი თავი შეეკავებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან.
ყველა ახალი ამბავი
0