https://sputnik-georgia.com/20210704/saqarTveloSi-meti-nakrZali-gaCndeba-252204584.html
საქართველოში მეტი ნაკრძალი გაჩნდება
საქართველოში მეტი ნაკრძალი გაჩნდება
Sputnik საქართველო
დღეისათვის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 694,3 ათას ჰექტარს შეადგენს. შესაბამისად, მთავრობა მათ 44%-ით გაფართოებას გეგმავს. 04.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-04T10:30+0400
2021-07-04T10:30+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24532/03/245320316_0:312:3067:2047_1920x0_80_0_0_45908d6c7123730b19f9d8ea31864316.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაცული ტერიტორიების გაფართოებას გეგმავს - 1 მილიონ ჰექტრამდე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.„ჩვენი მიზანია, რომ მილიონ ჰექტრამდე გაიზარდოს დაცული ტერიტორიების ფართობი. ამისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორიები“, - განაცხადა თანდილაშვილმა.მისი თქმით, ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნება სამეგრელოში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში.„ამ ყველაფრის მიზანია, საქართველო გახდეს მეტად მიმზიდველი, თავისი გამორჩეული და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი იქნება.„ისინი ვიზიტორებს, ტურისტებს უწევენ გარკვეულ სერვისებს და ეს დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 694,3 ათას ჰექტარს შეადგენს.საქართველოში სულ 14 ნაკრძალია, 13 ეროვნული პარკი, 39 ბუნების ძეგლი და 3 დაცული ლანდშაფტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24532/03/245320316_0:120:3067:2047_1920x0_80_0_0_411b0596179ef67f16211309d465be7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში მეტი ნაკრძალი გაჩნდება
10:30 04.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) დღეისათვის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 694,3 ათას ჰექტარს შეადგენს. შესაბამისად, მთავრობა მათ 44%-ით გაფართოებას გეგმავს.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაცული ტერიტორიების გაფართოებას გეგმავს - 1 მილიონ ჰექტრამდე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
„ჩვენი მიზანია, რომ მილიონ ჰექტრამდე გაიზარდოს დაცული ტერიტორიების ფართობი. ამისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორიები“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნება სამეგრელოში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში.
„ამ ყველაფრის მიზანია, საქართველო გახდეს მეტად მიმზიდველი, თავისი გამორჩეული და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი იქნება.
„ისინი ვიზიტორებს, ტურისტებს უწევენ გარკვეულ სერვისებს და ეს დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.
დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 694,3 ათას ჰექტარს შეადგენს.
საქართველოში სულ 14 ნაკრძალია, 13 ეროვნული პარკი, 39 ბუნების ძეგლი და 3 დაცული ლანდშაფტია.