ოქრო და ორი ვერცხლი - ქართველი ფალავნების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

© courtesy of GeoWrestlingდიეგო ჩხიკვაძე
დიეგო ჩხიკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
გამოწერა
63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კონტინენტური პირველობის გამარჯვებული გახდა დიეგო ჩხიკვაძე, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ მოჭიდავეს აჯობა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის (U-21) ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კონტინენტური პირველობის გამარჯვებული გახდა დიეგო ჩხიკვაძე. ფინალში ქართველმა მოჭიდავემ დამაჯერებლად მოუგო აზერბაიჯანელ ფალავანს გურბან გურბანოვს ანგარიშით 8:1.
ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან – ქართველი მოჭიდავეების წარმატება
ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი თოხაძე (-55 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (-77 კგ). პირველმა დაუთმო რუსეთის წარმომადგენელ პაველ ბელკინს (0:8), მეორემ წააგო სპორტსმენთან მოლდოვიდან ალექსანდრინ გუტთან (3:8).
ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ოთხი მედლის მოპოვების შანსი აქვს. ოქროსთვის იბრძოლებენ ფრიდონ აბულაძე (-60 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (-72 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის - ლუკა ოჩიგავა (-67 კგ) და ლაშა ტვილდიანი (-97 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0